20 June 2019

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმა 1.პროექტის სახელი : ,,ქართველ მწერალთა გალერეა „ 2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადება ქართველ მწერალთა ბიოგრაფიული ცნობები, მოგონებები,შემოქმედება, ( პროექტის დაწერა გადაწყვიტეს მოსწავლეებმა მეშვიდე კლასში შესწავლილ მწერალთა უკეთ გაცნობის მიზნით“



3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა შეიწავლეს მწერლთა ბიოგრაფიები,საინტერესო ცნობები მათი ცხოვრებიდან..გაეცნენ მათ შემოქმედებას, გაიღრმავეს მათ შესახებ ის ცოდნა,რომელსაც სწავლების ზედა საფეხურზე შეიძენენ. თვალსაჩინოებისთვის შექმნეს კედლის გაზეთები და პრეზენტაციისთვის წარმოადგინეს სლაიდები. 4. პროექტის მიზნები: მწერალთა ბიოგრაფიისა და შემოქმედების გაცნობა,მასალების მოძიება,მასალების დამუშავება ისტ-ის მეშვეობით. კედლის გაზეთების, სლაიდის მომზადება; თანამშრომლობითი,საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების,გამოთქმისა დაგადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევის განვითარება; მოსწავლეთა შემოქმედებითი (სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები)დასაპრეზენტაციო უნარების განვითარება. 5.მოსწავლეთა ასაკი : VII კლასი 6.ვადა/ ხანგრძლივობა : 1 თვე 7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: 1.მოსწავლეთა მიერ გაკეთებული პრეზენტაცია poverpoint-ში; 2.კედლის გაზეთები; 8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი მასალები: კომპიუტერი.ინტერნეტი , საჭირო ლიტერეტურა: ფორმატისა და თაბახის ფურცლები.ფლომასტერები. 9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): აქტ,1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა:( შენიშვნა: მოსწავლეებს ამ ეტაპზე თვითონ დაებადათ პროექტის იდეა) აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემის ჩამოყალიბება; აქტ.3.ორგანიზებული საკითხები: ინდივიდუალური დავალების მიცემა; ფუნქციების განაწილება; კონკრეტული დავალებების მიცემა. აქტ.4. მუშაობის დაწყება: I კვირა: პროექტის დაწყებამდე თითოეულ მოსწავლეს კენჭისყრით ავარჩევინებ მწერლებს,რომლებზედაც უნდა უნდა მოიძიონ მასალა. გავაკეთებ ბუკლეტებს და დავურიგებ მოსწავლეებს.თავდაპირველად ვიმუშავებ კითხვა-პასუხის რეჟიმში-ვიცი-მინდავიცოდე-გავიგე, რათა დავადგინო მოსწავლეთა საბაზისო ცოდნა. ასევე დავეხმარები წარსული ცოდნის გახსენებაში.დავაკვირდები როგორია მოსწავლეების დამოკიდებულება საკითხის ირგვლივ, შეადგენენ სამოქმედო გეგმას, მივცემ მითითებას საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ნააზრევი დღიურებშიდააფიქსირონ. II კვირა: მოსწავლეები მსჯელობენ პროექტი საკითხების,ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ .ეძებენ მასალებს ინტერნეტით არჩეული მწერლის ცხოვრების შესახებ, ამზადებენ კედლის გაზეთებს, პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შევხვდები თითოეულ მოსწავლეს და განვიხილავ მათ სამოქმედო გეგმას, რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ.მივცემ მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას. IIIკვირა:პროექტისთვის მოძიებულ ინფორმაციას დაწვრილებით განვიხილავთ. მოემზადებიან პრეზენტაციისთვის.გამოუშვებენ კედლის გაზეთებს არჩეულ მწერლებზე. IVკვირა : მას შემდეგ ,რაც ყველა გუნდი მზად იქნება ისინი წარსდგებიან აუდიტორიის წინაშე,სადაც მოვიწვევ მშობლებს,ადმინისტრაციას, მოსწავლეების ცოდნა შეჯამდება შეკითხვებით; დასასრულ მოვახდენ მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას. აქტ.5. მასალას განვათავსებთ აქტ.6. პროექტის შეფასება: დაკვირვებისა და ანლიზის ობიექტი შეფასებისას იქნება: 1.ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება: 2.პრეზენტაციის უნარი; 3.წერითი სამუშაო; 4.სლაიდის მომზადება; 10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას და შეძლებენ უკეთესად განახორციელონ პროექტები შემდგომში . ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში :ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,პრეზენტაციის მოწყობა,აუდიტორიის წინაშე წარდგომა. მიმართება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: მიმართულება: ზეპირმეტყველება კითხვა წერა ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორ-მაციის შემცველი ტექსტე-ბის მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე. ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. ქართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დის-კუსიებში მონაწილეობის მიღება. ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნი-კაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება. ქართ. VII. 7. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხა-ტვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. ქართ. VII. 8. მოსწავლეს შე-უძლია ამოიცნოს და შეაფა-სოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან. ქართ. VII. 9. მოსწავლეს შე-უძლია ტექსტის გაანალი-ზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება. ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა. ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგი-ების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზები-სათვის. სტრატეგიების გამოყენება ნაწერისორგანიზებისათვის. 11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი) ანა მურაჩაშვილი. შპს,,დეა“ სკოლის ქართული ენისადა ლიტერატურის მასწავლებელი ფოტომასალა იხილეთ: https://www.facebook.com/photo.php?fbid=2267017633381394&set=pcb.2267020446714446&type=3&theater 12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: anamuracha@gmail.com

No comments:

Post a Comment